ვითარება უკრაინაში

ექსპერტმა – გიორგი კობერიძემ საკუთარი “ფეისბუკ” გვერდის საშუალებით უკრაინაში არსებული ვითარება მოგვახსენა.

რვა მარტის მონაცემებით:

  • უკრაინელებმა ხარკოვთან მოკლეს რუსეთის 41-ე არმიის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი. ეს უკვე მეორე რუსი გენერალია ამ ომში.
  • რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა მიკოლაივი-ხერსონის გზაზე.
  • უკრაინული არმიის მხარდასაჭერად ჩავიდა კანადელი სნაიპერი ზედმეტსახელად ვალი, რომელსაც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რეკორდი აქვს მოხსნილი.
  • კიდევ ერთი რუსული კოლონა ჩაიგდო ხელში უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა ხარკოვთან. მსგავსი სიტუაციაა კიევთანაც. ნაალაფარს შორის დაუზიანებელი ტანკებიცაა.
  • მარიუპოლიდან კარგი არაფერი ისმის გარდა იმიას, რომ უკრაინული სამხედროები რუსულ შემტევ პოტენციალს მოულოდნელი კონტრ-შეტევებით უკვე მესამე დღეა ასუსტებენ. ქალაქს არ აქვს დენი, წყალი, გაზი და კავშირგაბმულობა.
  • კიევის დასავლეთით ჟიტომირის გზის მიმართულებით რუსული არმიის გადაჯგუფება გრძელდება. კიევში კი ორი ბრიგადა, რამდენიმე სარეზერვო ბატალიონი და ათასობით მოხალისე ქალაქის დაცვისათვის ემზადება.