ვითარება ყარაბაღში იძაბება

ბოლო 2 დღეა, სიტუაცია თანმიმდევრულად მწვავდება ყარაბღაში. ყველაფერი კი დაიწყო მას შემდე, რაც ილჰამ ალიევმა ღიად დაადანაშაულა რუსეთის ფედერაცია პირობის შეუსრულებლობაში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური ქვედანაყოფების სრულად გაყვანას ეხებოდა. პირობა, რომელიც დაიდო მას შემდეგ, რაც ომი ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა და რუსი სამშვიდობეოები შევიდნენ მთიანი ყარაბაღის ჯერჯერობით ვერ დეოკუპირებულ ტერიტორიაზე.

პირობის თანახმად, მინდიანრე წლის ივნისში ლაჩინის კორიდორისა და მთიანი ყარაბაღის, ჯერ კიდევ სეპარატისტული მთავრობის კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, სადაც ამავდროულად მოქმედებენ რუსი სამშვიდობები, უნდა გასულიყვნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები, თუმცა რა თქმა უნდა რუსეთმა პირობა არ შეასრულა, რასაც აზერბაიჯანული მხრიდან კრიტიკა და სომხური ნაწილების ძალისმიერი გზით გაყვანის მუქარა მოჰყვა.

მუქარის შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის დაბრუნებულ ტერიტორიაზე დაიწყო დიდი რაოდენობით სამხედრო ნაწილების, მათ შორის საარტილერიო და მექანიზირებული ქვედანაყოფების შეყვანა, რომელთა კადრები გავრცელდა ინტერნეტ რესურსებში, რის გამოც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მაღალი რანგის ოფიცრები დაითხოვა ჯარიდან.

მობილიზების კადრების გავრცელებას მოჰყვა ოფიციალური ერევნის განცხადებები, რომ აზერბაიჯანი აპირებს ხელახალი შეტვის წამოწყებას ყარაბაღში, თუმცა აღნიშნული უარყო აზერბაიჯანმა და სომხური მხარე დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

ორი დღის წინ კი, პირველი შეტაკებები დაფიქსირდა, მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთით, ცეცხლის გახსნის ბრალდებებით მხოლოდ სიმხური მახრე შემოიფარგლა, ხოლო აზერბაიჯანულმა მხარემ, კვლავ უარყო რაიმე სახის აქტივობა. რაც შეეხება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ დაადასტურეს კონტაქტის ხაზზე შეტაკებები და განაცხადეს, რომ რუსი სამშვიდობების ჩარევის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა.

უკვე დღეს დილით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებებით, ლაჩინის რაიონში, მთიანი ყარაბაღის დასავლეთით, სადაც გადის ლაჩინის კორიდორი და მას აკონტროლებენ რუსი სამხედრობი, სომხური სეპარატისტული სამხედრო ფორმირებებმა ინტენსიური ცეცხლი გახსნეს აზერბაიჯნაული პოზიციების მიმართულებით, რასაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, სიტუაციის გართულებაში ბრალს დებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რადგან მათ არ შეასრულეს პირობა და მოკლული სამხედროს გამო, სეპარატისტების წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ზომებით დაიმუქრა – World Military.