ვლადიმერ პუტინი კომაშია?!

ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი კომატოზურ მდგომარეობაშია, რისი თქმის საფუძველი არ გვქონდა, რადგან არც ერთი საინფორმაციო საშუალება თუ უწყება, არ ადასტურებდა ამ ფაქტს, თუმცა რამოდენიმე სახელმწიფოს დაზვერვას თუ დავუჯერებთ, ეს სიმართლეს შეესაბამება.

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel წერს, რომ ვლადიმერ პუტინი კომაშია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.

“რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამაც, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა და განმარტავს, რომ ინფორმაცია დაზვერვის წყაროებისგან შეიტყვეს.

მათივე ცნობით, ახლა პუტინი სავარაუდოდ ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.

გამოცემა წერს იმასაც, რომ კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს. თუმცა, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.