ზალუჟნი: ჩვენ ვიწყებთ კონტრშეტევებს

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევას იწყებს გარკვეული მიმართულებით, განაცხადა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

,,კიდევ ერთი საუბარი მქონდა ჩემს ამერიკელ კოლეგასთან, შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან. ამ ღრმად პატივცემულ კაცს ჩემს მენტორად ვთვლი, ვაცნობე და მადლობა გადავუხადე.

გენერალ მილის მიმდინარე ოპერატიული ვითარება გავაცანი. მან აღნიშნა, რომ მტერმა ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა ლუგანსკის რეგიონის ჩრდილოეთით. ის მასიურად იყენებს არტილერიას და, სამწუხაროდ, ათმაგი ცეცხლოვანი უპირატესობა აქვს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ პოზიციების დაკავებას. იქ ყოველი მეტრი უკრაინული მიწა სისხლით ირწყვება, მაგრამ არა მარტო ჩვენი, არამედ ოკუპანტისაც.

ვითარება გართულებულია, კერძოდ, ქალაქ სევეროდონეცკში. მტრის მიერ იქ 7-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იყო განლაგებული.
მიუხედავად ძლიერი ცეცხლისა, ჩვენ მოვახერხეთ მტრის შეჩერება.