ზაპოროჟიაში უკრაინელებს წინსვლა აქვთ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევაზე გადადიან, – აზოვის ქვედანაყოფის მეთაური როდიონ კუდრიაშოვი.

„ჩვენ წინ მივდივართ პოზიციებზე და შეძლებისდაგვარად ვავიწროვებთ მტერს. ფრონტის ხაზი გასწორებულია და პოზიციური ომის მსგავსი ხდება. უახლოეს კვირებში მეთაურები მტრის გატეხვას გეგმავენ. საინიციატივო ჯგუფები მოახდენენ მტრის პროვოცირებას, გამოავლენენ საცეცხლე წერტილებს და ჩაახშობენ მათ.”

როგორც მოგეხსენებათ, ზაპოროჟია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორია, რადგან ზაპოროჟია იძლევა პლაცდარმს და უკეთეს პოზიციას შემდგომი შეტევების დაგეგმვასა და განხორციელებაში.