ზელენსკისა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტსა – ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის თემა ცხადია უკრაინის კრიზისი და კონფლიქტის მოსალოდნელი საფრთხეები წარმოადგენდა. საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა და მოკლედ მიმოიხილა სასაუბრი თემა.

მისი თქმით,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მზადყოფნა გამოაცხადა უკრაინის მხარდაჭერის და გვერდში დგომის.ამასთანავე, მათ ისაუბრეს მოსალოდნელ საფრთხეებზე,რისკებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე.

შეგახსენებთ,რომ ზელენსკის ამავე თემაზე ჰქონდა შეხვედრა გუშინ შარლ მიშელთან,თავის მხრივ ბაიდენი კი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.