ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის – ზელენსკის ადმინისტრაციამ, ბავშვთა დაცვის დღისადმი განკუთვნილ პირველ ივნისს საკუთარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია გაიხსენეს.

ყოველწლიურად 1 ივნისს აღვნიშნავთ ბავშვთა დაცვის დღეს. განსაკუთრებული დღე, როდესაც მოზარდები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბავშვების უფლებებს, უსაფრთხოებას და ჩვენი შვილების განვითარებას. მაგრამ 24 თებერვლიდან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა. და ფაქტიურად ყოველი დღე ჩვენთვის დაცვის დღეა. დავიცვათ მთელი ჩვენი ხალხი, ბავშვები, ჩვენი მომავალი. თავისუფალი ქვეყნის დაცვა, სადაც ყველა ბავშვს შეუძლია, როცა გაიზრდება, იცხოვროს ისე, როგორც მას სურს. იძულების და ჩაგვრის გარეშე.

➡️ რუსეთის შემოჭრის 98 დღის განმავლობაში ოკუპანტების თავდასხმების შედეგად 689 ბავშვი დაშავდა. და ეს მხოლოდ ისაა, რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ყველა ინფორმაცია იმ ტერიტორიიდან, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. მაგრამ როგორც დღეს ცნობილია – დაშავდა 446 ბავშვი, დაიღუპა 243 ბავშვი. კიდევ 139 დაიკარგა.

➡️ ადამიანის ცნობიერება არ აღიქვამს დიდ რიცხვებს. რაც უფრო დიდია რიცხვი, მით უფრო უჭირს ადამიანს იმის გაცნობიერება, თუ რა დგას მის უკან. დანგრეული ოჯახები. პატარა პიროვნებები, რომლებსაც დროც კი არ ჰქონდათ ენახათ როგორია ცხოვრება.

➡️ პატარა დენისი ჟიტომირის რაიონიდან, სოფელ მალინოვკადან, რომელიც მთელ ოჯახთან ერთად დაიღუპა, როცა რუსულმა თვითმფრინავმა სოფელს ბომბი ჩამოაგდო. დენის ორ წელზე ნაკლები იყო.

➡️ სტეპანი კიევის რაიონის სოფელ ნოვი პეტრივციდან. ის სამი წლის მაქსიმს ბომბი დაეცა და გარდაიცვალა.