ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ბურთი აშშ-ში აუქციონზე 50 000 დოლარად გაიყიდა.ბურთი მსოფლიო ლიდერების მიერ ხელმოწერილი ბეისბოლის ცნობილ კოლექციონერს რენდი კაპლანს ეკუთვნოდა. აუქციონერები ამბობენ, რომ გაყიდვიდან $15,000 ომის შედეგად დევნილი უკრაინელების დასახმარებლად დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.