ზელენსკის მოხსენება ყველა დიდ ქალაქთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოხსენება გაავრცელა, სადაც ისაუბრა უკრაინის ყველა დიდ ქალაქში არსებულ ვითარებაზე.

➡️ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარში ნამსხვრევების გაწმენდა მთელი დღე გრძელდება. გუშინწინ რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ორ მაღალსართულიან შენობას და ამ დროს 31 ადამიანი დაიღუპა. ცხრა გადაარჩინა.

➡️ ხარკოვმა განიცადა რუსული არმიის ახალი სასტიკი დარტყმები. კიდევ ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა – ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა. დილით ოკუპანტებმა სალტივისა და კიევის რაიონები სარაკეტო არტილერიით დაბომბეს – ხუთი ადამიანი დაიღუპა.

➡️ ოდესას რაკეტები მოხვდა, უკიდურესად ძალადობრივი ბრძოლები გაგრძელდა დონეცკის ოლქში და ლუგანსკის ოლქის ტერიტორიაზე.

➡️ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ყველა ნათესავს და მეგობარს…

➡️ დღეს უკრაინის უმაღლეს რადას გავუგზავნე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი – უკრაინაში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის პასუხი იმ კანონზე, რომელიც პოლონეთის სახელმწიფომ გაზაფხულზე მიიღო ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, მე ვთავაზობ ჩვენს პოლონელ ძმებს მივცეთ საშუალება, ლეგალურად დარჩეს უკრაინაში 18 თვით, დასაქმების, ეკონომიკური საქმიანობის, ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლის, სამედიცინო მომსახურების უფლება.