ზელენსკის საგანგებო მიმართვა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საგანგებო მიმართვა გაავრცელა:

➡️ ახლახან მივიღე მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაში, რომელიც მოწვეულ იქნა უკრაინის მოთხოვნით. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა სახელმწიფო ტერორიზმის გამო რუსეთი პასუხისგებაში მისცეს. ყველაფრისთვის, რასაც რუსული არმია უკრაინელების წინააღმდეგ აკეთებს კრემენჩუგში, ოჩაკოვში, ლისიჩანსკში, ხარკოვში, დნეპერში, უკრაინის ბევრ, ბევრ სხვა ქალაქში. ამ საღამოს მდგომარეობით, რუსული რაკეტების ჯამური რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ქალაქებს მოხვდნენ უკვე 2811-ია და კიდევ რამდენი საჰაერო ბომბი, რამდენი საარტილერიო ჭურვი…

➡️ გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ფეხზე დადგა და პატივი მიაგო ჩვენს მიწაზე რუსული არმიის მიერ დაღუპული ყველა უკრაინელის ხსოვნას. რუსეთის დელეგაციის წევრებმა უშიშროების საბჭოში ყველა დამსწრეს გადახედეს და ასევე გადაწყვიტეს ფეხზე წამოდგომა – იმისთვის, რომ აშკარა მკვლელები არ გამოჩენილიყვნენ. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის რუსული ტერორი, ეს არის რუსული სახელმწიფო, რომელიც კლავს უდანაშაულო ადამიანებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წარმოებულ ომში.

➡️ მოვუწოდე გაეროს გამოიყენოს ქარტიის არსებული მექანიზმები ორგანიზაციის სტრუქტურებზე რუსული მანიპულაციის შესაჩერებლად და შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსი ოკუპანტების ქმედებებს უკრაინის მიწაზე.