ტერორისტების ქმედებებში ლოგიკის ძებნა საჭირო არაა – ვოლოდიმირ ზელენსკი.
მთავარი უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი მიმართვიდან:
🔺 რუსეთის ფედერაცია პაუზას არ აკეთებს, მისი მიზანია, ხალხი ისე დააშინოს,რომ თუნდაც რამდენიმე დღე განგაშის სიგნალების გარეშე, ტერორის ნაწილად აღიქმებოდეს.
🔺 უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები მიიღოს, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის რუსული რაკეტებისგან დაცვა.
🔺 ვესაუბრე ბორის ჯონსონს და მადლობა გადავუხადე უკრაინის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხის 100 მილიონით გაზრდისთვის.
🔺 მოლდოვასა და საბერძნეთის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობა მივიღე The Econimist -ის სპეციალურ კონფერენციაში.
🔺 შევაჯამეთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფლატფორმის UNITED24-ის ორ თვიანი მუშაობის შედეგები.ამ პლატფორმის საშუალებით შევძელით 2 მილიონ გრივნაზე მეტის შეგროვება.