ზელენსკი: აშშ 40 მილიარდი დოლარით დაგვეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რადგან მათ 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება გამოჰყვეს უკრაინისთვის.

” ვაფასებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ 2022 წლის უკრაინის დამატებითი დახმარების აქტის დამტკიცებას. 40 მილიარდი დოლარი არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინაში, ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის საქმეში. ჩვენ მოუთმენლად ველით ბაიდენის მიერ კანონის ხელმოწერას.”- ვკითხულობთ ზელენსკის განცხადებაში.