ზელენსკი ზაპოროჟიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმერ ზელენსკი, უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიას ესტუმრა.

ზელენსკი ზაპორიჟჟიაში გუშინ ჩავიდა და შეხვდა მარიუპოლიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს.

ზელენსკი: “უკრაინელები, რომლებმაც ომის გამო დატოვეს სახლები, აუცილებლად დაბრუნდებიან სახლში. ჩვენ გავათავისუფლებთ ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას.”

გენ-შტაბი და სამხედრო ექსპერტები პრეზიდენტს ურჩევდნენ არ ჩასულიყო ამ ქალაქში მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა მან გადაწყვიტა ამ რისკზე წასვლა და საკუთარ მოსახლეობას შეხვდა.