ზელენსკი: მადლობა ქართველებს ვინც ჩვენთან იბრძვიან

პრეზიდენტი – ზელენსკი, მადლობა უხდის ყველა ქართველ მეომარს, ვინც უკრაინაში იბრძვის და განცხადებას ავრცელებს.

“მადლობელი ვარ ქართველების, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. მათი ჭრილობები ჩვენი ჭრილობებია და ჩვენი გამარჯვება იქნება თითოეული მათგანის, თითოეული თქვენგანის გამარჯვება! გუშინ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. საქართველო, შენ ამ გზაზე ხარ. იმოქმედე! ჩვენ დაგეხმარებით!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ქართველ ხალხს მიმართავს და მოძრაობა “სირცხვლიას” მიერ დღეს ორგანიზებულ აქციას ეხმაურება.