ზელენსკი: რუსეთს მალე მოუწევს იარაღის გადადება და დიპლომატია

უკრაინის პრეზიდენტმა – ვოლოდიმერ ზელენსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა ძლიერად და მყარად დგას, რაც მალე რუსეთის უკან დახევის მასშტაბებს გაზრდის.

“რუსულმა ჯარებმა, კვლავ დაბომბეს ხარკოვი. ჩვენი სუმის რეგიონის ტერიტორიაზე ასევე გაისროლეს უკრაინისა და რუსეთის საზღვართან. ბრძოლა ხერსონის რეგიონისთვის გრძელდება. ლუგანსკში ევაკუაციას შეუშალეს ხელი და მანქანა ჩაცხრილეს, რომელშიც ადგილობრივები ისხდნენ. მოკლეს ფრანგი ჟურნალისტი. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს და თანდათან ვუახლოვდებით იმ წერტილს, საიდანაც რუსეთს კვლავ მოუწევს იარაღის განზე გადადება. ყველა მკვდრის დათვლა და დიპლომატიაზე გადასვლა აუცილებლად მოუწევს”, – ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.

ეს ყველაფერი რთულად სავარაუდო იყო რუსებისთვის, რადგან მათ ამხელა წინააღმდეგობრივი ძალას არ სწამდათ და ეგონათ რამოდენიმე დღეში კიევს აიღებდნენ, თუმცა მათი პოზიციები დღითი-დღე სუსტდება.