ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთის შემოტევის შემდეგ, ზელენსკი ესაუბრა ევროპელ ლიდერებს უკრაინის – NATOში გაწევრიანებასა და სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რაზეც მისი თქმით თითქმის ყველა ლიდერი თავს იკავებს, ეშინიათ.
ევროპელების სუსტი პოლიტიკის შედეგად უკრაინა დარჩა მარტო ამ ეტაპზე მრისხანე რუსეთის წინააღმდეგ. სანქციები საკუთარ როლს აუცილებლად ითამაშებს,მაგრამ ეს დიდი დისტანციის შედეგებს მოგვცემს, მაგრამ ამჟამად უკრაინაში წყდება ევროპის და ცივილიზებული სამყაროს ბედი, რომელიც ოფიციალური კიევის მყარად დადგომის იმედზეა.