ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს, არა-მილიციას!

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძის განცხადება გავრცელდა გუშინ:

“პოლიცია იქცა მილიციად.

რაც უფრო ჩუმად იქნები მით უფრო იძალადებენ.

სისტემა ამ სახით უნდა დაინგრეს და ყველა პოლიციელმა უნდა იცოდეს რომ ძალადობა არ შერჩებათ .

მოუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ხვალ 11:30 ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან გელოდებით ყველას ვინც ძალადობის წინააღმდეგი ხართ და ვინც თვლით რომ სისტემა უნდა დაინგრეს!”

დღეს კი აქცია მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდში და მას მოქალაქეები უერთდებიან.