რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი აქტიურად აფასებს უკრაინის კონფლიქტის ყველა მნიშვნელოვან დეტალს. გუშინ ყველასთვის ცნობილია, თუ რა განცხადება გააკეთა ვენდი შერმანმა, სწორედ ამას ეხმაურება ბატიაშვილი:
“ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ტომრებში მოთავსებულ მიცვალებულებს მიიღებს მოსკოვში”, – რამდენიმე წუთის წინ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვენდი შერმანმა.
“დიდი ხანია, ასეთი ღია და პირდაპირი ტექსტი არ მომისმენია ამ დონის დიპლომატისგან, რაც იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ ყველაფერი იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე აქამდე შეიძლება ჩანდა.
კრიტიკული მომენტი ახლოვდება!”