თანამედროვე ვერტმფრენები უკრაინაში

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა – World Military გაავრცელა ინფორმაცია დასავლურ თანამედრივე ვერტმფრენებთან დაკავშირებით.

პოლონურ Mig-29-ებთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია:
მას შემდეგ რაც პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად არის დაუყოვნებლივ განათავსოს ყველა პოლონური Mig-29 გერმანიაში აშშ-ს რამშტანინის საჰაერო ბაზაზე, ამავდროულა კი სთხოვს აშშ-ს პოლონეთს მიაწოდოს მეორადი თვითმფრინავები შესაბამისი ოპერატიული შესაძლბელობით და მზად არის დაუყოვნებლივ განიხილოს აშშ-ს შემოთავაზება და მეორადი თვითმფრინავების მისაღებად პირობები.

ჯერ, პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ ნახეს პოლონეთის მთავრობის განცხადება, თუმცა არაფერი აქვთ პოლონეთისთვის შესათავაზებელი. შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, პოლონეთის ხელისუფლების განცხადება არ იყო შეთანხმებული აშშ-სთან და არ მომხდარა კონსულტაციები ,,მე ვიყავი შეხვედრაზე, სადაც უნდა გამეგო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა ამდაგვარი არაფერი გაცხადებულა, ეს იყო პოლონეთის ხელისუფლების მოულონდელი ნაბიჯი” – აცხადებს ნულანდი.

საბოლოოდ კი, მარტივად რომ ვთქვათ პოლონეთის ამგვარ შემოთავაზებას ამ ეტაპზე ერთი დიდი წითელი ხაზი გადუსვა ოფიციალურმა პენტაგონმა, კერძოდ პენტაგონის ოფიციალური განცხადებით: ,,ჩვენ ახლა ვუკავშირდებით პოლონეთის მთავრობას დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ. როგორც ვთქვით, გადაწყვეტილება პოლონეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ საბოლოო ჯამში არის პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. უკრაინას უსაფრთხოებისთვის ჩვენი მუდმივი დახმარების შესახებ, რადგან, ფაქტობრივად, პოლონეთის წინადადება აჩვენებს მხოლოდ იმ სირთულეებს, რაც ამ საკითხს წარმოადგენს: გამანადგურებელი თვითმფრინავების პერსპექტივა “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში”, რომელიც გაემგზავრება აშშ/ნატო-ს გერმანიაში განთავსებული საჰაერო ბაზიდან უკრაინის საჰაერო სივრცეში, რომელიც ახლა რუსეთთან სადავოა უკრაინის გამო, ეს კი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთელი ნატოს ალიანსისთვის. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ არსებობს პოლონეთის მიერ აღნიშნულის არსებითი დასაბუთება. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთთან და ჩვენს სხვა ნატოს მოკავშირეებთან ერთად მის მიერ წარმოქმნილი რთული ლოჯისტიკური გამოწვევების შესახებ, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის წინადადება დამაჯერებელია“.

პარალელურად, პოლონეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა:
”ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ პოლონეთი არ არის ამ ომის მონაწილე და ნატო არ არის ამ ომის მონაწილე, ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეტევითი იარაღის მიწოდების შესახებ უნდა მიიღოს მთელმა ნატო-მ ერთხმად”

”და ამიტომ, ჩვენ მზად ვართ მივცეთ ჩვენი საბრძოლო თვითმფრინავების მთელი ფლოტი [აშშ-ს ავიაბაზა გერმანიაში] რამშტეინს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად რაიმე სხვა ნაბიჯის გადადგმისთვის, რადგან, როგორც ვთქვი, ჩვენ არ ვართ მხარე ამ ომში”.