თეთრი სახლი: ვიცით რისთვის ემზადება რუსეთი

თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისთვის ფიქტიური რეფერენდუმებით. შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ასეთი ანექსია დაუსჯელი დარჩეს.

თეირანში ვლადიმერ პუტინის დღევანდელ ვიზიტზე კომენტირებისას კირბიმ განაცხადა, რომ „ეს მოგზაურობა აჩვენებს რამდენად იზოლირებულია რუსეთი“. მან ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს ნიშნები იმისა რომ ,ირანმა რუსეთის ფედერაციას საბრძოლო უპილოტო დრონები გადასცა. – ინფორმაციას ავრცელებს World Military.