თურქეთი – სირიაში სამხედრო მოქმედებებს იწყებს?!

სამხედრო – ანალიტიკურმა ცენტრმა ” World Military”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ქურთულ მედიაში ვრცელდება , რომ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, ქალაქ აზაზში გაიმართა საგანგებო შეხვედრა თურქეთის სამხედრო დაზვერვის (MIT) წარმომადგენლებსა და სირიაში აშშ-ს სარდლობის წარმომადგენლებს შორის, სადაც აშშ-მ მწვანე შუქი აუნთო თურქეთის ხელისუფლებას სირიის ჩრდილოეთში ახალი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად, სანაცვლოდ კი თურქეთი არ დაბლოკავს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.

ინფორმაცია დაუდასტურებელია და ეყრდნობა მხოლოდ ქურთულ-თურქული წყაროების განცხადებებს.

თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერდოღანის ხისტი პოლიტიკა NATO – ს გაფართოების წინააღმდეგ სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას, მან ერთი ნაბიჯი გადადგა უკან და შეეცადა ფინეთის წევრობის შეყოვნება, რის ფასად მან სირიაზე თავდასხმა დაისახა გეგმად.

ყველასთვის ცნობილია და ყველამ იცის, რომ თურქეთი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საკუთარ სიტყვას უდიდესს ფასს ანიჭებს და არც არის გამორიცხული ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. ამ შემთხვევაში, დასავლეთს მოუწევს დაფიქრება ერდოღანის წინადადებისადმი, რაც მათ დღისწესრიგი არ ყოფილა, თუმცა ისეთმა გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, როგორიც თურქეთია შესაძლოა მისი საკითხი პირველ პლანზე დააყენოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.