თურქული კომპანია, Baykal-ი უკრიანელებს საჩუქრებს უგზავნის

უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2-ის მწარმოებელი თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინელების მიერ 3 დრონისთვის შეგროვებულ ფულს არ მიიღებს და მათ დანადგარებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა.

დრონებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ. თურქულ კომპანიას სურს, რომ მოგროვებული თანხით ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარონ.

რამდენიმე კვირის წინ Baykar-მა იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლიტვის მოქალაქეების მიერ უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის საყიდლად აგროვებულ შემოწირულობებზეც.