იაგო კაჭკაჭიშვილი: რუსების ჩამოსვლა ქვეყანაში და არ მიღება, ქსენოფობიაა

ექსპერტმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ძალიან საინტერესო განცხადება გაავრცელა საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე, რომელიც რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას ეხებოდა.

ფბ-ზე მასობრივად ვრცელდება შაბლონური ტექსტი, რომელიც ასე იწყება:

“მე, (სახელი და გვარი), საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით

და ა.შ.

არ ვარგა მეგობრებო ასე. არ არის ეს ღირსეული განცხადება. ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც რომ ქსენოფობიაა.

ნუ გადავეშვებით მეორე უკიდურესობაში.

ამას ჯობია, მოვითხოვოთ სავიზო რეჟიმის და სამართლიანი “ფილტრების” შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის. უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ პირობითად მიხეილ ფიშმანები და პირობიდათ თინა კანდელაკები.

“ყველა რუსი ერთია!” არის ექსტრემისტული განცხადება. “მეორე რუსეთი” იმ გაგებით არ არსებობს, რომ ამ “მეორეს” სუსტი გავლენა აქვს რუსეთის საზოგადოებაზე და ფონს ვერ ქმნის. თორემ კარგი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს, ყველამ ვიცით ეს- განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.