ეს არის რა თქმა უნდა დისკრიმინაციული მიდგომა-ირაკლი კობახიძე

“მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა.

მე მგონი ეს ასე არ უნდა იყოს ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული. 

როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს არის რა თქმა უნდა დისკრიმინაციული მიდგომა და ეს არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ, სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც დაეფუძნება თანასწორობის პრინციპს. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ნაწილში”,- თქვა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ გუშინ შუაღამისას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის მე 12 დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი