ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის გენშტაბის მეთაურმა, ავივ კოხავიმ თავდაცვის ძალებს მისცა ბრძანება, რომ გადავიდნენ საგანგებო მდგომარეობაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ქონდათ ინფორმაცია, რომ პალესტინის ისლამური ჯიჰადი აპირებდა, ისრაელზე ფართო მასშტაბიან თავდასხმას, სწორედ ამიტომ დაიწყო მათი შესაძლებლობების გასანადგურებლად, სამხედრო სპეციალური ოპერაცია.

როგორც, ისრაელის თავდაცვის მაღლაჩინოსნები აცხადებენ მოსალოდნელია მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმები, სწორედ ამიტომ ჯარი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე, რათა პასუხი გაეცეს ნებისმიერ აგრესიას.

ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანური ჰეზბოლა აპირებს ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ მოსალოდნელი თავდასხმების სერიაში – ინფორმაციას ავრცელებს World Military.