1938 წლის 29 სექტემბერს, გერმანიის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ მიუნხენში გაიმართა კონფერენცია, რომელსაც ოთხი ქვეყნის პირველი პირი დაესწრო : ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, ნევილ ჩემბერლენი და ედუარდ დალადიე. საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰიტლერის მოიმედე ჩემბერლენმა საბჭოთა კავშირი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეთა სიიდან პირადად ამოშალა. ამ კონფერენციაზე წყდებოდა არა მხოლოდ გასაუბედურებლად შემზადებული ჩეხოსლოვაკიის, არამედ ევროპის ბედიც.
საგულისხმოა ეს ისტორიული რაკურსი, რადგან განვლო პერიოდმა და ისევ მიუნხენში შევხდნენ დასავლელი ლიდერები ერთმანეთს, რათა გადაეწყვიტათ უკრაინის საკითხი და მოეფიქრათ ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანდა კრიზისიდან. ისტორიულ კონფერენციას რომ შევადაროთ მოქმედი პირები და სახელმწიფოები დაახლოებით იმავეა, გერმანია,როგორც მასპინძელი სახელმწიფო და მათთან ერთად ბრიტანეთ-ამერიკა.რუსეთი როგორც მაგ ეპოქაში, ასევე 18 თებერვლის კონფერენციაზე არ იმყოფებოდა.
განსხვავება მხოლოდ ის სახელმწიფოა, ვის გამოც ჩატარდა ეს კონფერენცია, ჩეხოსლოვაკიის ნაცვლად გვაქვს უკრაინა, რომელსაც უდიდესი გამოწვევა უდგას. არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელების ეს კოორდინაცია, რადგან სწორედ ამას შეუძლია რუსეთის ფედერაცია უკან დახიოს და დააბრკოლოს, რათა არ განახორციელოს საომარი მოქმედებები.
უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა ისტორიული გამოსვლა ამ კონფერენციაზე, ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი. მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ერთი-ერთში ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. მან პირდაპირ დააყენა საკითხი NATO-ში გაწევრიანებასა და იმ პროცესებზე, რის გამოც გაიჯანჯლა მისი ქვეყნის ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანია პერიოდია უკრაინისთვის,რადგან საკუთარი თავის დაცვას ვერ მოახერხებენ, დადგებიან უდიდესი სირთულის წინაშე.
უკრაინისთვის ნებისმიერი სახელმწიფოს დამხარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში ჩრდილში მდგომი გერმანიის გამოფხიზლება შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტთად. სუსტი საგარეო პოლიტიკის მატარებელი საფრანგეთის პრეზიდენტის მედიატორობაც რა შედეგს მოიტანს,თავადაც ვნახავთ, მაგრამ ამასაც თავისი პოლიტიკური დატვირთვა და წონა ექნება.
სამხედრო დაპირისპირება არავის აწყობს, უოლცის სიტყვებს გავიხსენდი: ომს გამარჯვებული არ ჰყავს, ეს ჰგავს მიწისძვრას, რომელსაც ყველა მხრიდან ნგრევა და ზარალი მოჰყვება”.