იხილეთ, გუშინდელი დიდი წარმატება ბახმუტში

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან, რუსი ოკუპანტები და მათი საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლიკვიდირებულია 6 რუსი ოკუპანტი.

“კრეატიულობა გამოავლინეს მესაზღვრეებმა ბახმუტთან. უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებმა მტრის ლოჯისტიკური საწყობისკენ მარშრუტს მიაკვლიეს და როცა იქ ტვირთის მორიგი პარტია ჩავიდა, ნაღმტყორცნებით დაბომბეს. იერიშის შედეგად განადგურდა საწყობი, მკვდარია 6 რუსი დამპყრობელი” წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცებმა რუსული ჯარების მორიგი თავდასხმა მოიგერიეს  და ტყვედ “ვაგნერის”  დაქირავებული ჯარისკაცები აიყვანეს.