ფოტოებზე ხედავთ, ზაპზოროჟიეს ფრონტზე არსებულ ვითარებას, სადაც რუსული საინჟინრო ქვედანაყოფები გამალებულ რეჟიმში ახორცილებენ ეშელონირებული თავდაცვითი ხაზების მოწყობას, ფრონტის მთელს სიგრძეზე, მათ შორის მნიშვნელოვან საგზაო კვანძებზე, რაც საგულისხმო ნიშანია იმისა, რომ მოსალოდნელი დიდი შეტევა, რომლისთვისაც აქტიურად ემზადებოდა რუსეთის შძ დონბას-ხარკოვის ფრონტზე ჩაიშალა,
ჩაიშალა რამდენიმე მიზეზის გამო –
მიუხედავად დიდი სამანევრო ძალების დაგროვებისა, სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე რუსებმა ვერ შეძლეს ელვისებური წინსვლა, ვერც სვატოვოდან, ვერც ლიმანისკენ და ვერც სევერსკ-ბელგოროვკას მიმართულებისკენ, შეტევა გაიჭედა და გადავიდა რუტინულ პოზიციურ ბრძოლებზე.
ამავდროულად, ვერც ხარკოვის რეგიონში, ქ.კუპიანსკისკენ შეძლეს რუსულმა ნაწილებმა მნიშვნელოვანი საგზაო კვანძების დაკავება და კუპიანსკისკენ შემდგომი იერიშისთვის საჭირო პლაცდარმის მომზადება,
გაიჭედა შეტევა უგლედარზეც, სადაც დაახლოებით 3-მა რუსულმა ბრიგადამ, 155-ე,40-ე საზღვაო ქვეითთა და მე-14 სოძ-ის ბრიგადებმა დაკარგეს თავისი საბრძოლო პოტენციალის 50%-ზე მეტი, რის გამოც შეწყდა უგლედარზეც შეტევები,
გაიჭედა დონბასის ფრონტზე რუსების შეტევის ცენტრალური მიმართულებაც, ავდეევკას, მარინკას და ბახმუტ-სოლედარ-სევერსკის მიმართულებით,
ხოლო, უკრაინის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან რუსების შესაძლო შეტევებს და საზღვრებთან დაგროვებებეს, საწყის ეტაპზევე ეტყობოდათ, რომ მხოლოდ ცრუ მანევრის ფუნქციას ექვემდებარებოდა,
პარალელურად ზემოთ ჩამოთვლილ წმინდა სამხედრო პრობლემებს, დაემატა, უკრაინაში ზამთრის პერიდოთან შედარებით მაღალი ტემპერატურა და ნაადრევად დამდგარი გაზაფხული, რამაც გრუნტზე მძიმე ტექნიკით მანევრული შეტევები შეუძლებელი გახადა,
ამასთანავე კი, დაგვიანდა ირანული ბალისტიკური რაკეტების მიღება, რომლის გარეშეც ნებისმიერი რუსული ფართო მასშტაბიანი შეტევა, საწყის ეტაპზევე წარუმატებელი იქნებოდა,
როგორც გუშინ დაიწერა, რუსეთი შიშობს, რომ თუ კი იგი შეიძენს ირანისგან ბალისტიკურ რაკეტებს, მაშინ აშშ მიაწვდის უკრაინას ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ ბალისტუკურ რაკეტებს, რაც კიდევ უფრო მეტად გაართულებს ლოჯისტიკა-მომარაგებას რუსული ძალებისთვის და მოსპობს რუსული ტაქტიკური ავიაციის ეფექტურობისთვის საჭირო ფრონტთან ახლოს მდებარე აეროდრომებს.
სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, რუსები ბოლომდე გადავიდნენ თვდაცვაზე, თანაც იქ სადაც, ამ დროისათვის რეალურად აქვთ ომში ერთადერთი ხელშესახები გამარჯვება და შედეგი, რითაც დონბასი სახმელეთო გზით დაუკავშირეს ყირიმს,
ეს მიმართულება, ზაპოროჟიეს ფრონტია, რომლის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტისთვის,
სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის გენშტაბმა დაიწყო სვატოვო-კრემენნაიას ხაზზე განთავსებული მსხვილი რუსული ნაწილების ზაპოროჟიეს ფრონტზე გადმოსროლა და უკრაინული ძალების მიერ, ზაპოროჟიეს ფრონტზე პოტენციური ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის მზადება.
თავის მხრივ, დონბასის ფროტნზე მნიშვნელოვანი გარღვევების გარეშე, კვლავ გრძელდება რუტინული პოზიციური ბრძოლები, მათ შორის ბახმუტში, რომელმაც ბრძოლის 8 თვის განმავლობაში დაკარგა ყოველგვარი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა და იქცა ათასობით რუსის სამუდამო განსასვენებლად, თანაც ისე, რომ მათ ვერ შეძლეს ქალაქის სწრაფი დაკავება და შემდგომი შეტევისთვის საჭირო პლაცდარმად გამოყენება – წერს სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.