იხილეთ, რა ტექნიკას აგზავნის გერმანია უკრაინაში

სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military – ავრცელებს ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც, დღეს, გერმანიის თავდაცვის მინისტრის კიევში მოულოდნელი ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ უკრაინა გერმანიის თანხმობით მიიღებს ~180-მდე Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს,

რომელთაგან ნაწილის გადაცემა(130-140) მოხდება უშუალოდ გერმანიის მიერ, გერმანული კერძო სამხედრო კომპანიების დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკის საწყობებიდან, ნაწილის კი, სხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ, რომელთაც კონსევარციაზე გააჩნიათ Leopard 1A5-ის ტიპის ტანკები,

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში არსებული Leopard 1A5-ის სრული უმრავლესობა არ იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების სარეზერვო მარაგებში, შესაბამისად არ ხდებოდა მათი ეფექტური მოვლა და ინახებოდა კერძო სამხედრო კომპანიების საწყობებში პოტენციური გადადნობისთვის ან მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მოდერნიზაციის შემდეგ გასაყიდად,

აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტანკები საჭიროებენ სიღრმისეულ რემონტს და ამავდროულად მოდერნიზაციას, ძირითადად ჯავშანდაცულობის გაძლიერების კუთხით, რადგან მათი გერმანიაში წარმოების პერიოდში Leopard 1A5-ები იქმნებოდა წმინდა თავდაცვითი ომის საწარმოებლად, შესაბამისად აღნიშნულ ტანკებს არ აქვს მძლავრი გარღვევითი შესაძლებლობები, როგორც სუსტი ჯავშნის, ისე მცირე კალიბრის 105მმ-იანი ქვემეხის გათვალისწინებით,

თუმცა, მის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მსუბუქ წონასთან შედარებით მძლავრი ძრავი, რაც ზრდის მისი მანევრულობის ხარისხს,

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი, გასათვალისწინებელია ის, რომ Leopard 1A5-ებს უკრაინა ვერ მიიღებს უახლოეს პერიოდში და მის მიწოდებას დაჭირდება მინიმუმ 5-6 თვე,

ასევე, შეუძლებელია აღნიშნული ტანკების გარღვევით ოპერაციებში მოიერიშე მუშტად გამოყენება და ძირითადად შეტევის მეორე-მესამე ეშელეონში საცეცხლე მხარდაჭერის ფუნქციით ან პოტენციური უკრაინული გარღვევის ფლანგების დაცვით შემოიფარგლება,

კიდევ ერთი პლიუსი, რომელიც აქვს მასიურად Leopard 1a5-ების გადაცემას, არის ის, რომ ომში უკრაინულ მხარეს არსებული საბჭოთა T-64-ის და T-72-ის ტიპის ტანკების მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე, როდესაც ვერ ხდება მათი სწრაფი და მასობრივი ჩანაცვლება ან ანალოგიური საბჭოთა ან თანამედროვე დასავლური ტანკებით, Leopard 1A5-ები გადაცემის მასობრივობიდან გამომდინრე, ისინი მეტ წილად რაოდენობრივად შეავსებენ უკრაინულ საბჭოთა სატანკო დანაკარგებს.