იხილეთ რუსების დანაკლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 350;
  • ტანკი – 1 774;
  • ჯავშანტექნიკა – 4 022;
  • საარტილერიო სისტემა – 939;
  • სარაკეტო სისტემა – 259;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118;
  • თვითმფრინავები – 223;
  • ვერტმფრენი – 191;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 740;
  • საკრუიზო რაკეტები – 180;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 922;
  • გემი/ნავი/კატარღა – 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 83