იხილეთ, სანქციების ახალი ტალღა რუსეთის წინააღმდეგ

დიდმა ბრიტანეთმა ომის წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა – გადაწყვეტილების თანახმად,ქვეყანა წყვეტს ყველაფრის ექსპორტს, რასაც კრემლი ომისთვის იყენებს.

სანქციების სიაში დაემატებიან ახალი სუბიექტები – მათ შორის “როსატომის” და ორი სხვა რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიის ოფიციალური პირები. 

საექსპორტო სანქციების მიზანა ბლოკირება “ყველაფრის, რაც, როგორც უკრაინამ დაადგინა, რუსეთმა გამოიყენა ბრძოლის ველზე“.

“ასობით პროდუქტის დასახელებას შორის არის თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები, რადიო აღჭურვილობა, ელექტრონული კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, კერძოდ, თვითმფრინავების დასამზადებლად. დაზვერვა ვარაუდობს, რომ სანქციების შედეგად კომპონენტების დეფიციტი უკვე გავლენას ახდენს რუსეთის უნარზე, აწარმოოს იარაღი ექსპორტისთვის, კერძოდ, ჯავშანტექნიკა, თავდასხმის შვეულმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

სანქციები ასევე მიზნად ისახავს Rosatom-ის, თავდაცვის ინდუსტრიის ორი ძირითადი კომპანიის, ოთხ რუსულ ბანკსა და რუსული ელიტის მაღალჩინოსნებს” ,- ნათქვამია განცხადებაში.