კანადამ, პუტინი და მისი გარემოცვა დაასანქცირა

კანადის ხელისუფლება ერთ-ერთია იმ ხელისუფლებებიდან, ვინც ღიად დაუპირისპირდა რუსულ აგრესიას და ომს უკრაინაში. როგორც მოგეხსენებათ, კანადაში ძალიან დიდი დიასპორა ჰყავს უკრაინას და სახელმწიფო, პირველივე დღიდან დახმარებას უწევს ზელენსკის, როგორც სამხედრო, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.

სამშაბათს, კანადამ სენატში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მისი მთავრობისა და სამხედროების 1000 სხვა წევრს ქვეყანაში შესვლას.

ეს არ არის ერთადერთი სახელმწიფო, ვინც პუტინი და მისი გარემოცვა დაასანქცირა.