კანადა უკრაინას თანამედროვე ტექნიკებს მიაწვდის

როგორც მოგეხსენებათ, რეზნიკოვი კურირებს ტექნიკების მიწოდება-ტრანსპორტირების საკითხს უკრაინაში და სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანადის დახმარება მასშტაბური იქნება, რაც შეცვლის ომის მიმდინარეობისას ბევრ ასპექტს.

“კანადა უკრაინას ბრონირებულ საბრძოლო მანქანებს და “ბაირაქტარებისთვის” მაღალი ხარისხის ხილვადობის კამერებს გადასცემს – რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ კანადამ ორჯერ გაგზავნა სამხედრო დახმარება უკრაინაში.