კაჭკაჭიშვილი: ყველა რუსს სინდისი უნდა ქენჯნიდეს

პროფესორი – იაგო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა საქართველოში დიდი რაოდენობით რუსების შემოსვლას.

“ვინც მიცნობს, იცის, რომ გერმანელი ცოლი მყავს. 20 წელია ერთად ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ.

ამას წინათ, შევჩუკის სიმღერა რომ დააგუგუნეს თავისუფლების მოედანზე რუსებმა და რომ გააპროტესტა და ოკუპანტები უძახა იქ შეკრებილ რუსებს, ამბივალენტური რეაქცია მქონდა; ვიფიქრე, შევჩუკი, DDT ხომ პუტინის ოპოზიციაა, “მეორე” რუსეთია და იქნებ, არ ღირს მათთან დაპირისპირება-თქო.

და იცით, ჩემმა ცოლმა რა მითხრა? ახლა მე და ჩემნაირი ნაციზმის მოძულე გერმანელები რომ შევიკრიბოთ იერუსალიმში და გერმანული, თუნდაც ანტიფაშისტური, სიმღერა ვიმღეროთ, ძალიან უხერხული იქნება და თავხედურად გამოჩნდებაო. ამას ამბობს ახლა, როცა ჰოლოკოსტიდან 80 წელი გავიდა და გერმანიამ ყველაფერი გააკეთა ამ ნაციონალური სირცხვილის მოსაწმენდად.

ჰოდა, დავფიქრდი და მართალია ჩემი ცოლი.

რუსებმა ეთნოწმენდა მოგვიწყეს დამოუკიდებელ საქართველოში, ახლა ამას უკრაინელებს უწყობენ და ნებისმიერ რუსს სირცხვილის ალმური უნდა წვავდეს და სინდისი ქენჯნიდეს.”- წერს კაჭკაჭიშვილი.