ჟურნალისტმა კახა ადამიამ, გუშინ საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციის სისუსტეზე ისაუბრა. მის შეფასებას უცვლელად გთავაზობთ:
“რად გვინდა ოპოზიცია, რომელმაც 10 წელი ხელისუფლების შეცვლის გზა ვერ მონახა, ჩვენს ქვეყანას ერთი უმნიშვნელო პრობლემაც ვერ მოუგვარა და ჩვენ, როგორც მის ამომრჩეველებს და დამკვეთს, ცხოვრება ვერაფრით შეგვიმსუბუქა…?!
იმისთვის, რომ თვითონ ამ ჟოპოებმა იცხოვრონ კარგად და აკეთონ პოლიტიკური ბიზნესი..?!
იმისთვის, რომ ისინი ისხდნენ პარლამენტში, საკრებულოებში, ოფისებში და ისინი ჩანდნენ ტელევიზიებში…?!
ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, ეს მოყაყანე და ხელისუფლებასთან ფარულად გარიგებულ, ვითომ პოლიტიკოსთან ჯოგი…?!
თუ რამე ცვლილებები გინდათ ამ ქვეყნად, პირველ რიგში ეს ხალხი უნდა გარეკოთ…!
გინდა შეცვალო ხელისუფლება…?
ჯერ შეცვალე ოპოზიცია…!
სხვა ფორმულა არ არსებობს…!
სხვა ყველაფერი, ან თავის მოტყუება, ან ხალხის მოტყუებაა – ამ აფერისტების სასარგებლოდ…!
…
P.S. ამ თემაზე ვსაუბრობ უკვე მესამე წელია… და ამ კითხვებს, მის პასუხებს, არც ერთი ჟოპოვოზია და საქათმის ტელევიზიები არ გააშუქებს და არ დაუსვამს ამ აფერისტებს…
ამ კითხვებს ვსამ მე… როგორც ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტი და ბლოგერი, რომელსაც არავისი ვალი არ მაქვს…!!!!”