კინზინგერი: საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა

ადამ კინზინგერი არის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი, რომელიც ძალიან დიდ დროს უთმობს საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნაბიჯით დაინტერესებულია.

სხვათაშორის კინზინგერი, საქართველოს მეგობრების ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერია.

„მქონდა შეხვედრა საქართველოს ახალ ელჩთან აშშ-ში, დავით ზალკალიანთან. ბევრია განსახილველი, თუმცა განსაკუთრებით განვიხილეთ არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ – წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი