კლიჩკო: გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება, თქვენ იქნებით შემდეგი

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს მოუწოდებს, ომის ფონზე უკრაინას მიაწოდონ „ყველაფერი, რაც სჭირდება“.

”გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება. თქვენ იქნებით შემდეგი. ეს თქვენს კარზე თვალის დახამხამებაში დააკაკუნებს”, – აღნიშნა კლიჩკომ.

კიევის მერმა დასავლურ ძალებს სთხოვა, დაეხმარონ უკრაინელებს ომისა და პუტინის არმიის შეჩერებაში.

”თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი. მოლდოვა იქნება შემდეგი. სასურსათო კრიზისი? ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ის ახლა არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანი დავზარალდებით. თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება,“- განაცხადა კლიჩკომ.