ცნობილმა სპორტსმენმა და კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განცხადება გაავრცელა:
ძვირფასო კიევის მოსახლეობავ, უკრაინას აგრესორი დაესხა თავს. ჩვენი მთავარი მტერი ახლა პანიკაა. გქონდეთ თქვენი საგანგებო ზურგჩანთა მზად, მხოლოდ აუცილებელი დოკუმენტები, რათა თავშესაფარში ადვილად მოხვდეთ. ქალაქის მართველები დედაქალაქში რჩებიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქალაქმა ფუნქციონირება განაგრძოს. ერთად იდექით, უნდა გავუძლოთ”, – თქვა კლიჩკომ.
მან რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იარაღს აიღებს და სამხედროებს შეუერთდება.
“მე ხშირად გავდივარ სასროლეთის პოლიგონზე. თითქმის ყველა იარაღიდან შემიძლია სროლა. თუ საჭიროება დადგა, არაფერს მოვერიდები”.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა დილით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კიევიც დაიბომბოს.