კობახიძე: მათ სიტყვას ჩალის ფასი აქვს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა – ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა, სადაც ევროპარლამენტარები სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

“ვინც გამოდიოდა იმ ადამიანების უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი და არა მსხვერპლი, ეს რომ დავაზუსტოთ. სადღაც 7-8 კაცი გამოვიდა, მათი უმრავლესობა თვითონ იყო ფეიკის შემქმნელი. ინტერესი არის მარტივი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე რაზე, რომ ეს ადამიანები არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, თუმცა სინამდვილეში, ისინი არიან ნაცმოძრაობის ლობისტები, თუ პირიქით, ესენი არიან იმათი აგენტები, თუ ორივე ერთი ვიღაცის აგენტია, მე არ ვიცი, ამაში ვერ შევალ დეტალებში, მაგრამ ფაქტია არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, ანუ ნაცმოძრაობა და იქით 7-8 ევროპარლამენტარი, ამიტომ ქმნიან ისინი ამ ფეიკებს” | კობახიძე