კობერიძე: უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით…

ექსპერტმა გიორგი კობერიძემ, დღევანდელი დღის მონაცემებით, უკრაინაში არსებული ამბები გაავრცელა.

  • კიევის დასავეთით, ქალაქ ბოროდინკასთან უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა რუსული სატანკო კოლონა;
  • რუსული შეტევა მოგერიებულია კიევი-ჩერნიჰივის მაგისტრალზეც. (ჩრდილო-აღმოსავლეთი);
  • რუსებმა ოდეისასთან ახლოს სანაპირო ზოლიდან მოხსნეს რუსული ფლოტის ნაწილი და კვლავ ყირიმში დააბრუნეს. სავარაუდოა, რომ დესანტირების გეგმა ამ ეტაპზე მოიხსნა.
  • მიკოლაივის რაიონში უკრაინელებმა დრონების დახმარებით რუსული კოლონის დაბომბვა მოახერხეს; რუსები ქალაქს ჩრდილოეთიდან უვლიან და ოდესის შემოვლითი გზისაკენ ცდილობენ გაჭრას. ჯერჯერობით ყველა მათგანი განადგურებულ იქნა. (სამხრეთი)
  • მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვართზე არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი იზუმის მისადგომებთან. რუსული არმია მეექვსე დღეა ქალაქის აღებას უშედეგოდ ცდილობს. თუმცა უკრაინელთა მხრიდან დანაკარგები მზარდია.
  • რუსები კვლავ ინტენსიურად ბომბავენ მარიუპოლის საცხოვრებელ უბნებს. მსხვერპლი კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობაა. ბრძოლები ქალაქის მისადგომებთან და გარეუბნებში მიმდინარეობს.

პოლიტიკური სიტუაცია:

ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ს მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. მოსკოვში სურთ, რომ კიევში არსებული რეჟიმი დაემხოს, ხოლო ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია დაკანონდეს. კრემლი არამხოლოდ ვაბანკზე მიდის არამედ ფიქრობს, რომ ახლა უკან დახევა შეუძლებელია, რადგან ის ეკონომიკური კრახი, რომელიც რუსეთში დადგა აშკარად ვერ დაბალანდება ზოგიერთი ტერიტორიის არამყარი, მყიფე ოკუპაციით სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში.

დასავლეთში კარგად მოხდა რუსული საფრთხის გააზრება. რუსეთის გამარჯვება არსებული მსოფლიო წესრიგის უპირობო რღვევასთან იქნება დაკავშირებული, რომელშიც აგრესიული ომები ნორმად გადაიქცევა. ამიტომაც, სავარაუდოა, რომ პოლიტიკური კონსესუსი პუტინის რეჟიმის იზოლაციისათვის და რუსეთის ამ ომში დასასუსტებლად ან შესაძლო დასამარცხებლადაც კი იარსებებს კიდევ ხანგრძლივი დროით.

უკრაინის შეარაღება კი ამ პერიოდში კვლავ გაგრძელდება და სავარაუდოა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვან ფარად ჩამოყალიბდება.