საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის ოთხი დეპუტატისთვის მანდატების შეჩერებას. ამ საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
ამ ოთხი დეპუტატიდან ერთი გახლავთ “ქართული ოცნების” წევრი და ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, მანდ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება სამ დეპუტატს,ისინი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები: შალვა ნათელაშვილი- “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია- “დროას” თავმჯდომარე და ბადრი ჯაფარიძე- “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ამ ქმედებით საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აგრძელებს ოპოზიციის დისკრედიტაციას, შეგახსენებთ,რომ მათ ეს განაცხადი რამოდენიმე თვის წინ გააკეთეს, თუმცა ახლა დაიწყო მათი სადეპუტატო მანდატის შეჩერების პროცედურა.