კრამერი: არ მახსენდება “ოცნება” რუსეთს აკრიტიკებდეს

დევიდ კრამერმა – “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული მოსაზრება მმართველი პარტიის წინააღმდეგ.

“არ მახსენდება, წულუკიანს ან კობახიძეს, ოდესმე ვინმე ეკრიტიკებინოს რუსეთის მთავრობიდან, მათი კრიტიკა გამუდმებით ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მიმართ ისმის” – ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი დასავლელი პარტნიორების მიმართ “ქართული ოცნების” წევრების კრიტიკას. 

ღირსადაც არ ვთვლი ვუპასუხო, იმდენად აბსურდულია ყველაფერი – ამბობს კრამერი და იხსენებს მისი და იან კელის ერთობლივ ანგარიშს, რომელიც 1 წლის წინ, გამოაქვეყნეს და რომელსაც “ქვეყანა ზღვარზე” დაარქვეს – “დიახაც, საქართველო ზღვარზეა, რადგან ოცნებას ის არასწორი მიმართულებით მიჰყავს” – ამბობს “პოსტ ფაქტუმთან” საუბარში დევდ კრამერი.