კრამონი: “ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს დემოკრატიაში უკან დახევა

საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობარი – ვიოლა ფონ კრამონი, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, კიდევ ერთხელ, ღიად აცხადებს უდიდეს პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ.

მან საკუთარი ტვიტერის საშუალებით გამოაქვეყნა განცხადება და მმართველ პარტიას მოუწოდა დემოკრატიულობაში უკუსვლა შეაჩეროს.

“მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, ევროპარლამენტი განიხილავს მთავარ რეზოლუციას ისტორიულ ევროკავშირის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს ცოცხალი, ევროპული საზოგადოება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკანდახევას. ბურთი “ქართული ოცნების”-ის მოედანზეა – წერს კრამონი.