კრემლი ურალში აპირებს დამალვას?!

დღეს, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმად მთელი რუსული მთავრობა და მაღალი თანამდებობის პირები 6 სამხედრო ვერტმფრენით, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მთავრობის გადასაადგილებლად დაიძრა მოსკოვიდან და ეკატერინბურგში ( ურალში) დაფრინდა.

ამ ინფორმაციის გაღჟერებისთანავე გაჩნდა ბევრი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წავიდნენ კრემლის ლიდერები ურალში და რა გეგმა შეიძლება მათ ჰქონდეთ?! ცხადია ეს დიდი შეკითხვაა, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ურალში არსებულ სამალავებში წავიდნენ და იქ დაბანაკდებიან, ამასთანავე აამოქმედებენ ატომურ იარაღს და მსოფლიოს პასუხს ამ სამალავებიდან დაელოდებიან. ახლა თავად განსაჯეთ ეს რამდენად რეალური შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ეს რეალურია, მაშინ ამაზე დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია ექნებოდა და იმოქმედებენ შესაბამისად.

ამ თემაზე სამედრო-ანალიტიკირმა ცენტრმა World Military გაავრცელა მოსაზრება: “საინტერესო ვითარებასთან გვაქვს საქმე, კერძოდ, მოსკოვიდან, ცენტრალური რუსეთის, კერძოდ ურალის მხარის მიმართულებით 6 რუსეთის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო დანიშნულების სატრანსპორტო თვითმფრინავი გადაადგილდება.

ბევრი ცუდი რამის წარმოდგენა შეიძლება, რაც ძალზედ სახიფათოა.”