ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილია, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გზავნილი გვაქვს ქართული ოცნებისთვის , თუ ისინი გააგრძელებენ ამ დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეხუთე პუნქტი, სადაც ხაზგასმულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომ თუ გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე.
ვიმედოვნებ, რომ მმართველი პარტია გააცნობიერებს, რა შედეგები ექნება, თუ ევროპული პარლამენტის რეზოლუციას არ მიიღებენ მხედველობაში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება.
ეს იქნება გზავნილი ევროპარლამენტისა საქართველოს მთავრობის მიმართ და მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, სათანადო ზომები მიიღოს ამ საკითხის გადასაჭრელად” ამბობს კუბილიუსი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საუბრისას.