კულება: აშშ ჩვენს გვერდითაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრო კულებამ განცხადება გაავრცელა, სადაც საზოგადოებას აცნობა, რომ იგი ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ მდივანს – ენტონი ბლინკენს. იგი აღნიშნავს, რომ ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საუბარი და აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

“ჩვენ ინტენსიურად კოორდინაციას ვახორციელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გადამწყვეტ ნაბიჯებზე. სანამ პუტინი უარს იტყვის უკრაინაზე მისი უაზრო და ბარბაროსული ომის დასრულებაზე, ზეწოლა გაიზრდება. მადლობა აშშ-ს უკრაინის გვერდით დგომისთვის.”- ნათქვამია კულებას განცხადებაში.