უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტო კულებამ, განცხადება გაავრცელა, სადაც დასავლეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამხედრო დახმარებისკენ.
“თუ იარაღს არ მივიღებთ, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს არი ომი ჩვენი გადარჩენისთვის“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რაც მალე მიიღებს უკრაინა იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ეს დახმარება ქვეყნისთვის.
„რაც მალე მივიღებთ იარაღს, მით უფრო დიდი იქნება ჩვენთვის ეს დახმარება. თუ იარაღს მოგვიანებით გამოგვიგზავნიან, ჩვენ მაინც ვიტყვით „გმადლობთ“, მაგრამ მაშინ ბევრი დრო დაიკარგება, ბევრი ადამიანი დაიღუპება“, – აღნიშნა კულებამ.