“სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მწვავეა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ დაიცავენ მის უფლებებს, ისივე როგორც იმ სხვა ადამიანების უფლებებს, რომლებსაც უკრაინის პასპორტები აქვთ”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიაში, საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.
კულებას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობა მეგობრულია, იმავეს თქმა შეუძლებელია მთავრობებზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ამის მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც “ახლა უბრალოდ კლავენ”.
“საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ, ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე და მე ვიბრძოლებ მისთვის”, – თქვა კულებამ.