კულება: რუსები ატომურ ელექტროსადგურს ესვრიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება, ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ქალაქ ზაპოროჟიაზე და რუსების მანიაკალურ გეგმაზე. მისი განცხადებით:

“რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ზაპორიჟჟიას, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს. ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩორნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!”

ალბათ ყველასთვის გასაგებია რატომ მიმართავს რუსეთი ასეთ გზას. არსებობს გამონათქვამი: ” ცხენს ვერ ერეოდნენ და უნაგირს ტეხავდნენო”. რუსეთი უკრაინაში მარცხდება და ამიტომ ისინი მზად არიან ყველანაირ ხერხს მიმართონ,რადგან გაანადგურონ უკრაინა.