კულება: რუსები მარცვლეულს იპარავენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრო კულებამ ” ტვიტერზე” განათავსა განცხადება, სადაც მთელს მსოფლიოს მოუწოდა, რათა რუსებისგან მოპარული მარცვლეული არავითარ შემთხვევაში არ იყიდონ.

“რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ატვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. არ იყიდოთ მოპარული. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავის წარმატება არ მოუტანია.”- წერს კულება.